ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში  შეხვედრა  გამართა, სადაც კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის serviceajara.ge პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც მსურველებს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ყველა ტრენინგზე, სემინარსა თუ მასტერკლასზე დარეგისტირება ონლაინ შეეძლებათ. გვერდზე ერთადაა თავმოყრილი კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, სახელმძღვანელოები თუ სატრენინგო მასალები, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით წლების განმავლობაში მოამზადა.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.