თამარი ფლობს 21 წლიან სამუშაო და 19+  მენეჯერულ გამოცდილებას. იგი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და რამდენიმე უნივერსიტეტში (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ხელოვნების სასწაულო უნივერსიტეტი) მიწვეული ლექტორია. წლების განმავლობაში  მუშაობდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. 

მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ტურისტულ ობიექტებში გაყიდვების და ოპერაციული მენეჯერის პოზიციებს, ხოლო 2014 წლიდან ტურიზმის დეპარტამენტში იკავებდა ტურისტული პროდუქტების და სერვისის განყოფილების უფროსის პოზიციას.

თამარს დამთავრებული აქვს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) PR სკოლა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგია უცხო ენის სპეციალიზაციით და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სინქრონული თარგმანის განყოფილება.

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.