კრისტოფ ლაველი ფრანგი ბიოფიზიკოსია, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და საფრანგეთის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის (Muséum national d’Histoire naturelle) მკვლევარი. მისი კვლევითი საქმიანობა კვების მეცნიერებასა და მოლეკულურ გასტრონომიას უკავშირდება.
კრისტოფ ლაველი საფრანგეთში კვების მეცნიერების ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია. იგი ლექციებს კითხულობს სორბონის უნივერსიტეტში, Le Cordon Bleu-სა და Ferrandi Paris-ში, ასევე École Ducasse-სა და მსოფლიოს სხვა წამყვან კულინარიულ სასწავლებლებში.
იგი აქტიურად ეწევა მეცნიერების პოპულარიზაციას და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას როგორც მედიის წარმომადგენლებს, ისე პროფესიონალ შეფ-მზარეულებს უზიარებს. მისი კვლევები მოიცავს კულინარიულ პროცესებში მიმდინარე ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ოცამდე წიგნის ავტორია.
 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.