აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

პრაქტიკული ტრენინგისას მოლაშქრე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს.

ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაცნობოდნენ.

გიდები პრაქტიკული, საველე გასვლების ფარგლებში ასევე სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტების, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.

მოლაშქრე გიდების გადამზადება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.