გიდების ინტენსიური გადამზადება
აჭარაში დამწყები გიდების ინტენსიური გადამზადების პროგრამა დასრულდა
დღეს, სამთვიანი კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბათუმის ტურის მიმართულებით სპეციალური გადამზადების კურსი ჯამში 31-მა დამწყებმა გიდმა გაიარა.
სასწავლო კურსი აერთიანებდა, როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ გასვლით ტრენინგებს ქალაქის ტურისტულ მარშრუტებსა და სხვადასხვა ობიექტზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომლის საფუძველზეც შეფასდა მათი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია.
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა აპრილში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდა.