ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები გაიმართა

40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისთვის ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მათ ინდივიდუალურად მოახდინეს საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სამეული:

  • ირმა რომანაძე, სასტუმრო „იბისი სთაილი“
  • თამილა ხაბაზი, აპარტ ოტელი „ალიანს პალასი“
  • ნესტან კვიჟინაძე, სასტუმრო „ქინგ სოლომონი“

პროექტის აღნიშნული ფორმატით განხორციელება ხელს უწყობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დალაგება -დასუფთავების პროფესიის პოპულარიზაციას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას რეგიონში დასაქმებული დასუფთავების სამსახურის 100-მდე თანამშრომელი დაეწრო.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.