ბარმენების ტრენინგი
ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს:
- კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები
- კოქტეილების რეცეპტები და სწორად მიწოდების წესები
- ცალკეული კოქტეილებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი
- კოქტეილების მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები
- ძირითადი ალკოჰოლური სასმელების შექმნის ისტორია
- ალკოჰოლური სასმელების ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები
ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბათუმში მოქმედი ბარებისა და რესტორნების ბარმენები მონაწილეობდნენ.