ბათუმში „მაგნოლია 2025“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „შერატონი“, საუკეთესო ჰოსტელად „ბექთუმი“, ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ბერნი“, ხოლო საუკეთესო სასტუმროდ „მონარქი“დასახელდა. სოფლად საუკეთესო განთავსების ობიექტის ნომინაციაში გაიმარჯვა „შატო ივერიმ“, ხოლო პოპულარულ ღვინის მარნის ნომინაციაში „ვაჟა დავითაძის ღვინის მარანმა“. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში წლის საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტებისა და პიროვნებების გამოსავლენად ტურისტების, ტურისტული სექტორისა და საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე არსებულ შეფასებებს იყენებს. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
• საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „შერატონი“
• საუკეთესო სასტუმრო - „მონარქი“
• საუკეთესო ჰოსტელი - „ბექთუმი“
• საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - „შატო ივერი“
• ყველაზე პოპულარული რესტორანი - „ბერნი“
• ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - „ვაჟა დავითაძის ღვინის მარანი“
• საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“
• წლის საუკეთესო გიდი - აკაკი ბერიძე
• ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მთიანაჭარაში - მახუნცეთის ჩანჩქერი
• წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში - ზვიად გოგიჩაიშვილი
მაგნოლიას დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. აღნიშნული ჯილდო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით 2022 წელს დაწესდა.
• ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისა და გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - ლილი კაკუბერი
• სოფლის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აჭარის მაღალმთიან რეგიონში ერთ-ერთი პირველი საოჯახო სასტუმრო სახლის დაარსებისთვის - ზებურ ბოლქვაძე
• სოფლის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხალთა - ხიხანის ხეობაში წარმატებული ტურისტული საქმიანობისა და ტურისტების გამორჩეული მასპინძლობისთვის - იაშა გაბაიძე
• საქართველოსა და აჭარის ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის საუკეთესო წარმოჩენისთვის, ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალო“ დაარსებისთვის - ქემალ თურმანიძე
• ქართული ღვინის უნიკალურობის წარმოჩენისთვის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს და ბათუმის კოლორიტულ ბრენდს „დანელიას ღვინის სახლი“ - გელა დანელია
• ტურიზმის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - თემურ ზოიძე
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
• აჭარაში MICE ტურიზმის პოპულარიზებისა დაციხე-სიმაგრე „პეტრას“ ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისათვის, პროექტ „პეტრას განძის“ ავტორს ინგა მალაყმაძეს
• აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისმიერ წელს ჩატარებული ყველა საჯარო ღონისძიებაზე დალაგება - დასუფთავების საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის - ლევან ნაკაშიძეს
• ქედაში, სოფელ მერისში საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და შიდა ტურიზმის განვითარებაში შეტანილი უანგარო წვლილისთვის - სერგო ჯიჯავაძეს
• მეფუტკრეობის შესაძლებლობების უნიკალურ ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბებასა და „აპისსახლის“ წარმატებულად მართვისთვის - ტარიელ თევთიძეს
• მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციისთვის და მილიონზე მეტი უნიკალური ფოტომასალის შექმნისთვის, წიგნების ავტორს, მთიანი აჭარის მემატიანეს, ჟურნალისტს და ფოტოგრაფს - ოთარ ცინარიძეს
• აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტის საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმის „გასტრო ბათუმის“ მხარდაჭერისა და პარტნიორობისათვის - სასტუმრო Courtyard by Marriott
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.