ცნობილმა ფრანგმა ფიშმონგერმა აღნო ვანამმა ადგილობრივ მზარეულებს თევზეულისა და ზღვის პროდუქტების დამუშავების თანამედროვე ტექნიკები გააცნო.

მასტერკლასზე მზარეულებს საშუალება ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ თევზეულის დამუშავების პროცესში.

აღნო ვანამი ბათუმს „გასტრო ბათუმის“ ფარგლებში სტუმრობდა. თევზეულისა და ზღვის პროდუქტების დამუშავებას ის საფრანგეთის წამყვან კულინარიულ სკოლებში “Ferrandi” და “Ferrières” ასწავლის.

აჭარაში „გასტრო ბათუმი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ის 30 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდა.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.