მიშლენის ვარსკვლავოსანმა შეფმა ჟულიენ ენოტმა ადგილობრივ მზარეულებს ზღვის პროდუქტებისა და თევზეულის მომზადების მასტერკლასი ჩაუტარა

„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში, ფრანგმა შეფმა მზარეულებისთვის რამდენიმე საინტერესო კერძი მოამზადა:

  • გამჭვირვალე კანელონები კრევეტების ტარტარით და კარგისოსი აიოლით
  • ნაზად მომზადებული შავი ზღვის კეფალის ტარტარი, ციტრუსის და მწვანილეულის ესპუმათი, ცოცხალი ქინძის სალათით
  • ზღვის წყალმცენარეების ზეთში გამოყვანილი სიბასი, ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირით და თეთრი ღვინის სოუსით
  • შავი ზღვის ხონთქარი გოგრის ჯავშანში, მორთმეული გოგრის ნიოკებით და მანდარინის კონდიმენტით

,,გასტრო ბათუმი" რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამედ გაიმართა. 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.