გასტრო ბათუმის" ფარგლებში ადგილობრივ მზარეულებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარდათ

Ferrandi Paris-ის შეფ-ინსტრუქტორმა სტეფან იაკიჩმა მზარეულებს თევზეულისა და ზღვის პროდუქტებისთვის გარნირებისა და სოუსების მომზადების თანამედროვე ტექნიკები გააცნო.

კულინარიულ მასტერკლასზე ფრანგმა შეფ-ინსტრუქტორმა მრავალფეროვანი მენიუ წარმოადგინა:

  • გრილზე მომზადებული რვაფეხა მუხუდოს კრეპით და ბაზილიკის ესპუმათი
  • შავი ზღვის ორაგულის კარპაჩო მომზადებული ფენებად მოწალულ გოგრასთან ერთად და დასრულებული ნაზი ბროწეულის სოუსით
  • შავი ზღვის კამბალა წითელი კომბოსტოს გარნირით, დასრულებული თეთრი მისოს და კარაქის სოუსით
  • გამომცხვარი დორადო თხილის ნიგვიზიან მუნდირში ბროკოლის გარნირით, ვაშლისა და ჯინჯერის სოუსით

,,გასტრო ბათუმი" რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.