რეგიონში ტურისტული სერვისის განვითარების მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილება ახორციელებს შემდეგ კვლევებს:
- მომსახურების ხარისხის კვლევა „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით
- „უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა“, რომლის ფარგლებშიც ხდება „ვიზიტორთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა“
„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიით აჭარის ტურისტული ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა ხორციელდება 2015 წლიდან. პროექტში ყოველწლიურად ორასამდე წამყვანი ტურისტული ობიექტია ჩართული, მათ შორის რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტები, ტურისტული სააგენტოები და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები.
„უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა“ საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე 2015-2018 წლებში ხორციელდებოდა წინასწარ განსაზღვრული შერჩევით. კვლევა ხდებოდა სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო „ვიზიტორთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა“. მოცემული კვლევის მეშვეობით ასევე შეფასდა რეგიონის ტურისტული პროდუქტების ფასისა და ხარისხის შესაბამისობა.
აღნიშნული კვლევები საშუალებას იძლევა მოხდეს ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი ტურისტული სერვისების შეფასება და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა.
კვლევის ანგარიშები წლების მიხედვით ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე.(იხ.თანდართული pdf ფაილები).