ჟულიენ ენოტი 35 წლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეულია და 2015 წლიდან საფრანგეთში რესტორან „Le Pourquoi Pas-ს" ხელმძღვანელობს. ის მუშაობს თევზისა და ზღვის პროდუქტების მიმართულებით. მან შექმნა უნიკალური კულინარიული ხელოვნება ბრეტონული ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნიკების შერწყმით. 

2019 წელს ჟულიენ ენოტის რესტორანმა „Le Pourquoi Pas" მიიღო პრესტიჟული მიშლენის ვარსკვლავი. ის დიდ ყურადღებას უთმობს სეზონურობას და მუშაობს ლოკალური მიწოდების პრინციპით. თანამშრომლობს გარემოსდაცვით ორგანიზაცია „ETHIC OCEAN"-თან და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, თავის სამზარეულოში არ იყენებს იშვიათი ჯიშების თევზებსა და ზღვის პროდუქტებს.

ჟულიენ ენოტმა მისი შრომით, მიდგომებითა და სიმარტივით გახდა მზარეული, რომელიც ასახავს მომენტებს და ამზადებს „პატარა წრისტვის". ის ამბობს:  „მე ყოველთვის მომხმარებლის ადგილას ვაყენებ ჩემს თავს და ვცდილობ გავარკვიო, რა საჭმელი მოეწონებათ".

2025 წელს, შეფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვარსკვლავი Michelin-ის გზამკვლევში.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.