სტეფან იაკიჩი არის ეტალონი მსოფლიო კულინარიული განათლების სფეროში. ის არის ტრენერი და მასწავლებელი საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ სკოლა „Ferrandi Paris"-ში. 

იაკიჩს აქვს 24-წლიანი უწყვეტი გამოცდილება შეფ-ტრენერის პოზიციაზე. ის არამხოლოდ მასწავლებელი, არამედ კულინარიული განვითარების მთავარი შეფია, რომელიც პასუხისმგებელია პროფესიონალი შეფების ტრენინგსა და კულინარიის გაუმჯობესების მოდულების შემუშავებაზე.

მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება საერთაშორისო დონეზეც. სტეფან იაკიჩი ხელმძღვანელობს „Ferrandi"-ის სკოლის გაცვლით პროგრამებს, როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის ინგლისურენოვანი ინტენსიური და მოწინავე კურსების ტექნიკურ და საგანმანათლებლო საკითხებს. გარდა ამისა, ის აქტიურად მუშაობს, როგორც შეფ-კონსულტანტი „Ferrandi"-ის პლატფორმაზე.

სანამ საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგებოდა, სტეფან იაკიჩი მუშაობდა მაღალი კლასის რესტორნებში, მათ შორის: „Charles Barrier"-ში და მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან „Bastide de Capelongue"-ში.

სტეფან იაკიჩი არის ის ფიგურა, რომელიც ქმნის და აყალიბებს მსოფლიო კულინარიული ხელოვნების მომავალს.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.