აღნო ვანამი საფრანგეთის ერთ-ერთი აღიარებული თევზეულისა და ზღვის პროდუქტების სპეციალისტია, რომელიც წარმოადგენს ვანამების ოჯახის მეოთხე თაობას ამ პროფესიაში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მან ოჯახური ტრადიცია უფრო განავითარა. ის მისი საქმის სპეციალისტია, ამას ადასტურებს 2011 წლის Meilleur Ouvrier de France ტიტული. აღნო არის მეწარმე, პედაგოგი და ავტორი, რომელიც აქტიურად მუშაობს პროფესიის პოპულარიზაციისა და ეთიკური მიდგომის დამკვიდრებაზე.

2011 წელს აღნო ვანამს მიენიჭა Meilleur Ouvrier de France ( საფრანგეთის საუკეთესო მშრომელის) ტიტული თევზეულის სპეციალისტის კატეგორიაში, რითიც ის უფრო აღიარებული გახდა.

2014 წელს მან პარიზში, მე-16 რაიონში გახსნა საკუთარი მაღაზია. მან ამით ოჯახური ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

2022 წლის ნოემბერში მან გამოსცა წიგნი "თევზეული -  „გაკვეთილები ნაბიჯ-ნაბიჯ", რომელიც დღეს საგანმანათლებლო რესურსად გამოიყენება.

აღნო ასწავლის წამყვან კულინარიულ სკოლებში „Ferrandi" da „Ferrieres", სადაც აქტიურად ამზადებს მოსწავლეებს. გარდა ამისა, ის ხშირად ამზადებს ზღვის პროდუქტების კერძებს ელისეის სასახლისა და პარიზის პალასებისთვის.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.