16-17-18 ნოემბერს  ბათუმში მეორე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრენ.

ფორუმის პირველ დღეს სპიკერებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს, როგორებიცაა კულინარიის როლი ტურიზმის განვითარებაში და ქართული გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციები და გამოწვევები.

მეორე და მესამე დღეს კი ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.