„გასტრო ბათუმი“
16-17-18 ნოემბერს, ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან.
ფორუმის პირველ დღეს, ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, მეორე-მესამე დღეს კი ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის.