ბარისტას ტრენინგი
სერვისის გაუმჯობესების მიზნით ბათუმში ბარისტას ტრენინგები ჩატარდა.
ბარმენები ყავის მოხალვისა და დაფქვევის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ესპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობასა და ჯიშებს გაეცნენ.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ.