„სერვის +“
აჭარის რეგიონში არსებული კვების ობიექტების თანამშრომლებისათვის „სერვის +“-ის თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო მომსახურება იწყება. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდება ქალაქ ბათუმში არსებულ იმ კვების ობიექტებში, რომლებიც ერთ ტურისტულ ლოკაციაზე არიან განთავსებული. სატრენინგო კურსის მიზანია სარესტორნო მომსახურების დონის ამაღლება.
„სერვის +“-ის ძირითადი თემატიკაა:
- მიმტანი რესტორნის სახეა;
- სერვისის სტანდარტები;
- მომსახურების სტანდარტები;
- მომსახურების თანმიმდევრობა (ტექნიკა, სტანდარტები და შეკვეთის შესრულება);
- მაგიდის ალაგება, სტუმრების მომსახურების სხვა პროცედურები;
- სალარო.