21-22 თებერვალს, ბათუმი პირველად უმასპინძლებს გიდების საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციაში, ქართველ მომხსენებლებთან ერთად, პორტუგალიის, პოლონეთის, სამხრეთ აფრიკისა და ისრაელის წარმომადგენლები, მოწვეული გიდები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციაზე წარმოდგენილია ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია, ასევე პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაცია და სხვა მნიშვნელოვანი ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები.
საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელებთან, გასტრონომიის, ღვინის და ტურიზმის დარგის ქართველ ექსპერტებთან ერთად პანელურ სესიებზე შემდეგი თემები იქნება განხილული:
გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი;
გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები;
ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.
კონფერენციაზე დასწრება გიდებისათვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ: https://t.ly/8MBNI