ტურიზმის სფეროში ტრენინგები გრძელდება
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ტრენინგებს უტარებს.
თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზანი ობიექტებში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა. მოკლე ტრენინგ-კურსი ჩაუტარდა სასტუმროების HR მენეჯერებსაც.
ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესუსრსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.