სოუსების მასტერკლასი
აჭარის რეგიონით აღფრთოვანებულმა ბელგიელმა გასტრონომიულმა კონსულტანტმა, როლანდ დებუსტმა, მასტერკლასზე მოსულ შეფებს სოუსების მრავალფეროვანი მენიუ გააცნო, რომელიც კარგად იყო შერწყმული ადგილობრივ პროდუქტებთან.
სოუსების მასტერკლასზე მომზადდა:
- მორელის სოუსი
- პოივრადეს სოუსი
- ლობსტერის სოუსი
- დემიგლასის სოუსი
- მანდარინის სოუსი
- საქონლის და ფეიხოას სოუსი
- წითელი ღვინის სოუსი