თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მასტერკლასი
„გასტრო ბათუმის" ფარგლებში ადგილობრივ მზარეულებს თევზის მომზადების მასტერკლასი ჩაუტარდათ.
Ferrandi Paris-ის შეფ-ინსტრუქტორმა სტეფან იაკიჩმა თევზის პროდუქტებისგან მრავალფეროვანი მენიუ შეადგინა და მზარეულებს მათი მომზადების ტექნიკები გააცნო.
დამარინადებული ქაფშია(ანჩოუსი )
ნახევრად მოხარშული ორაგული
გრილზე მომზადებული კრევეტები და ავოკადო
ორთქლზე მომზადებული ზღვის სიბასი
ბათუმში გასტრონომიული ფორუმი პირველად ტარდება. მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აჭარაში დანერგვაა.