- მთავარი
- დალილა ცატავა
დალილა ცატავა
გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო კურსის „ტურიზმი&გასტრონომია“ სკრიპტის ავტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო სკრიპტის „გასტრონომიული ტურიზმი“ ავტორი.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის (GIPA) ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
სამეცნიერო მონოგრაფიების, სამეცნიერო პოპულარული სტატიების და გასტრონომიული მოთხრობების ავტორი, გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით.
გასტრონომიული კულტურის და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა კულინარიული სკოლის და კოლეჯის მოწვეული ექსპერტი, სატელევიზიო გადაცემების და რადიო გადაცემების მონაწილე და მრჩეველი და ეთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტი.