- მთავარი
- გიორგი რობაქიძე
გიორგი რობაქიძეს აქვს შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის ათწელზე მეტი ხნის გამოცდილება. ამჟამად იგიარის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი. 2012 წლიდან სხვადასხვა დროს გიორგი იყო „რომპეტროლ საქართველოს“ ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის მენეჯერი. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ხარისხისა დაუსაფრთხოების მართვა, კომპანიისა და ქვეკონტრაქტორების შესაბამისობის მონიტორინგი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და გარემოს საჭიროებებთან, უსაფრთხოების ტრენინგების ჩატარება, პერსონალის გადამზადება და ყოველდღიური და ყოველკვირეული უსაფრთხოების შეხვედრების მართვა, საწარმოს შესაბამისობის კონტროლი OSHAS 18001:2007 სტანდარტთან, ანგარიშის მომზადება მენეჯმენტებისთვის.
იგი ასევე მუშაობდა კომაპნია „მიქსორში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯერად, სადაც ნერგავდა უსაფრთხოების სისტემებს, ატარებდა ტრენინგებს უსაფრთხოების მიმართულებით. გიორგი იყო EFES საქართველოსუსაფრთხოების ინჟინერი, იემენის LNG ნავთობსადენის პროექტის უსაფრთხოების ზედამხედველი, BTC და SCP ნავთობსადენის პროექტების უსაფრთხოების ოფიცერი. გიორგის აქვს შრომის უსაფრთხოების ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. კომპანია „აითი-ნოლიჯში“ იგი უძღვებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული სასწავლო კურსის მოდულებს. მას ნამუშევარი აქვს ამერიკული კვლევების ფონდში, ჯორჯთაუნისა და ჩარლსის უნივერსიტეტებში, ფლობს არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს, მათ შორის NEBOSH საერთაშორისო სერტიფიკატი შრომის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაში.