- მთავარი
- ეკა მაჭავარიანი
ეკა მაჭავარიანს აქვს მენეჯერად და ტრენერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. იგი მუშაობდა სს Hualing international Special Economic Zone-ის კუთვნილ სასტუმრო Hotels&Preferences -ში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში დირექტორის პოზიციაზე, შპს „ავერსი-ფარმაში“ იყო HR მენეჯერად და ასევე ახდენდა შიდა ტრენინგების მომზადებასა და ჩატარებას. იგი ასევე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და კითხულობდა ინგლისურენოვან კურსს ადამიანური რესურსების მენეჯმენტში.
ეკა მაჭავარიანს აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის დივერსიფიცირებული ბიზნეს მოდელების სფეროში; იგი არის ბიზნეს პარტნიორი და მენეჯმენტ კონსულტანტი. მას აქვს ორგანიზაციული განვითარებისა და ტრანსფორმაციის, ცვლილებებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. 12 წელზე მეტია იგი მუშობს განთავსების ობიექტებში, ადგილობრივ ბრენდებში კულტურული ფორმირებისა და მულტიკულტურულ გარემოში.