სერტიფიკატების გადაცემა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 40-მდე დამწყები გიდი გადაამზადა, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
წელს, პირველად იყვნენ დამწყები თურქულენოვანი გიდები, რომლებზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა გიდის პროფესიის ძირითადი საფუძვლები, ბათუმის ტურისტული მარშრუტები შეისწავლეს და პრაქტიკა გაიარეს ქალაქის ტურების მიმართულებით.