სატრენინგო კურსი ,,გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი" მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ გასვლებს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებზე. 

ტრენინგი გათვლილია თურქული ენის მცოდნე ადამიანებისათვის, რომელთა შერჩევა მოხდება გასაუბრებით.

ტრენინგი ჩატარდება ათი დღის განმავლობაში და ტურიზმის დეპარტამენტი გიდის პროფესიისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით 20-მდე ადგილობრივ გიდს გადაამზადებს.

თემატიკა მსმენელთათვის მოიცავს ისეთ  საკითხებს, როგორიცაა ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგვმა, ისტორია ( საქართველო, აჭარა, ბათუმი), არქიტექტორული ბათუმი, ბათუმის ბულვარი, ბათუმი მუზეუმების ქალაქი, მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ბათუმი, გონიოს ციხე და სარფი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

 

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.