გიდების საერთაშორისო დღე 

რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა.

შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო, რის შემდეგაც გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.