იტალიური კერძების მასტერკლასი ბათუმში
შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ცნობილი იტალიელი მზარეულის ბრუნო ჩინგოლანის მასტერკლასი.
ბრუნო ჩინგოლანი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ალბადან არის. ალბა ძვირადღირებული სოკოს ტრუფელის სამშობლოს წარმოადგენს და სწორედ ტრუფელი იყო მასტერკლასის კერძების მთავარი ინგრედიენტი.
ქალაქ ბათუმის რესტორნების მზარეულებისთვის და მოწვეული სტუმრებისათვის ბრუნო ჩინგოლანიმ დაამზადა სამი კერძი:
- პოშირებული კვერცხი მდნარი პარმეჯანოთი და ალბას შავი ტრუფელით,
- სახლში დამზადებული ტალიატელა ალბას შავი ტრუფელით,
- სპეციალურა ღონისძიებისათვის - საქონლის ხორცის ფილე ქართული წითელი მშრალი ღვინითა და სამი სხვადასხვა ბოსტნეულით.