აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გასულ კვირას აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით მასტერკლასები ჩაატარა. მასტერკლასების მიზანია აჭარის რეგიონის ადგილობრივი სამზარეულოს, კერძოდ, ქობულეთური, ლაზური და ზემო აჭარის კერძების პოპულარიზაცია. რეგიონისთვის დამახასიათებელი ავთენტური კერძების მასტერკლასი ჩაუტარდათ ქალაქ ბათუმში არსებული ყველაზე მოთხოვნად და აქტიური კვების ობიექტების მზარეულებს შემდგომში მათ სარესტორნო მენიუში ასახვისა და ასევე, მათი გათანამედროვებული სახით სტუმრებთან წარდგენის მიზნით. მასტერკლასებისას ადგილობრივმა მზარეულებმა მოამზადეს აჭარული კერძები ტრადიციული მეთოდებით, ხოლო მოწვეულმა შეფ მზარეულებმა მოახდინეს სარესტორნო სახის მიცემა.
მოწვეული შეფ მზარეულები იყვნენ დადუნა ღლონტი, ირაკლი თოდაძე და ალექსანდრე ბაინდურაშვილი.
მასტერკლასებს წინ უძღვოდა რეგიონალური სამზარეულოს ზონალური მიმოხილვა, რომელიც მოწვეულმა ეთნოგრაფმა ნოდარ შოშიტაშვილმა საინტერესოდ გადმოსცა.