USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია 2022 წლის 7-10 ივლისს მასპინძლობდა აჭარის სოფლად არსებული საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ სასწავლო ტურში.

პროექტი მიზნად ისახავდა იმერეთის რეგიონის ტურისტულად აქტიური საოჯახო სასტუმროებისა და ასევე საოჯახო ღვინის მარნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას კულტურული და კულინარიული ტურიზმის მიმართულებით. სასწავლო ტურის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების მასტერკლასები. პროგრამის ფარგლებში აჭარის საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები ესტუმრნენ იმერეთის რეგიონში მოქმედ საოჯახო სასტუმროებს, საოჯახო მარნებსა და მოინახულეს იმერეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები.

გაზიარებული გამოცდილება აჭარის რეგიონის საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს დაეხმარება გააუმჯობესონ სერვისები, განავითარონ ახალი ტურისტული პროდუქტები და ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს შესთავაზონ დაუვიწყარი გამოცდილება აჭარის მთიანი სოფლების ავთენტურ გარემოში.

სასწავლო ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ იმერეთის დმოს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი სერტიფიკატები.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.