აჭარაში სერვისის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განთავსების და კვების ობიექტების ბარმენებს თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდათ.

დატრენინგდა განთავსების და კვების ობიექტების 30 ბარმენი. ტრენინგის მსვლელობისას მათ გაიარეს ბარის ისტორია, კოქტეილების წარმოშობის ისტორია, ბარმენის ფუნქციები და თვისებები, ჭიქის ან ბოკალის სწორი გამოყენების ხერხები, მასპინძლობის ხელოვნება, სრულყოფილი ბარმენის მუშაობის ძირითადი წესები, კონტაქტური ბარის მუშაობის მახასიათებლები და სტანდარტები, ბარების ტიპები და მათი მახასიათებლები, ბარის ინვენტარი, აქსესუარები, ხელსაწყოები, მუშაობის და მოვლის სტანდარტები და წესები.

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.