აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს ამჯერად განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ატარებს.

მონაწილეები დასუფთავების სამსახურის მმართველი რგოლისა და სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს ეცნობიან.

წლის ბოლომდე სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის იგეგმება.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.