აჭარის ტურიზმის დაჯილდოება „მაგნოლია“ არის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტული სფეროს წლის საუკეთესო წარმომადგენლებს გადაეცემა სპეციალური ჯილდოები და სამადლობელო სიგელები. ამ ცერემონიას დეპარტამენტი 2015 წლიდან უწევს ორგანიზებას, რასაც წინ უძღვის შესაბამისი კვლევა. გამარჯვებულთა გამოსავლენად განხორციელებული კვლევა რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს, რომელთა მიხედვითაც ითვლება ქულები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კვლევის კომპონენტებია:

  • ტურისტების გამოკითხვა (აჭარის რეგიონის მასშტაბით ტურისტთა თავშეყრის ადგილებში)
  • მომხმარებელთა ონლაინ კვლევა
  • ტურისტული სექტორის გამოკითხვა:
    • ტურისტული სააგენტოების გამოკითხვა
    • გიდების გამოკითხვა
    • განთავსების ობიექტების გამოკითხვა
    • კვების ობიექტების გამოკითხვა
  • Booking.com-ის მონაცემები
  • Google Map-ის მონაცემები
  • Trip Adviser-ის მონაცემები (შეფასება/რეიტინგი)
  • Facebook.com-ის შეფასებები

აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება წარმოადგენს წლის ერთგვარ საზეიმო შეჯამებას. „მაგნოლიას“ ესწრებიან, როგორც რეგიონში მოქმედი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ასევე იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაადგენლები, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ტურისტული სერვისის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას რეგიონში და სტიმულს აძლევს კერძო სექტორს წლიდან წლამდე გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.



არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.