შრომის უსაფრთხოების ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტის წარმომადგენლებისთვის. სატრენინგო კურსის მიზანია დაეხმაროს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი შრომის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზებაში.

 სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

 

ტრენინგის თარიღი
04.12.2023 - 06.12.2023

ძირითადი საკითხები:

• ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა და მისი მნიშვნელობა;

• სახელმწიფო პოლიტიკა შრომის დაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, საკანონმდებლო ბაზა, რეგულაციები;

• შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები -ევრო დირექტივები;

• ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;

• ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის სისტემა;

• საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

• პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;

• პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;

• საევაკუაციო გეგმა;

• შრომის ჰიგიენა : ქიმიური,ფიზიკური,ბიოლოგიური და ფსიქო სოციალური ფაქტორები;

• ხანძარი და აფეთქება;

• ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;

• ძალადობა და გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე;

 • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნები.

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო  „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი".

მისამართი: ზ.გორგილაძის 111. საკონფერენციო დარბაზი „ახალი ამბერი“, პირველი სართული.

ტრენინგის ხანგძლივობაა 12 საათი. ჩატარდება 3 დღის განმავლობაში.

დღე I - 4 დეკემბერი, ორშაბათი

14:00 - ტრენინგის დაწყება

  • ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა,მისი მნიშვნელობა;
  • სახელმწიფო პოლიტიკა შრომის დაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით;
  • შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

ლანჩი 15:00 - 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

  • შრომის ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების სისტემა ორგანიზაციაში;
  • დასაქმებულთა მოტივაცია;
  • თანამშრომელთა ჩართულობა უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებაში;
  • ლიდერობა და ხელმძღვანელობა.

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

  • რისკების შეფასება და კონტროლი;
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური, ფსიქო-სოციალური ფაქტორები;
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები.

 

დღე II - 5 დეკემბერი, სამშაბათი

14:00 - ტრენინგის დაწყება

  • სახანძრო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოების წესები;
  • ელ.უსაფრთხოება;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
  • ევაკუაციის დაგეგმვა და მართვა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება.

ლანჩი 15:00- 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

  • უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების გამოკვლევა აღრიცხვა;
  • თანამშრომელთა სწავლება - ტრენინგები და ინსტრუქტაჟები;
  • სწავლების აღრიცხვა და რეესტრი.  

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

  • შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებების დაგეგმვა და ორგანიზება.

 

დღე III - 6 დეკემბერი, ოთხშაბათი

12:00 - 14:00 პრაქტიკული აქტივობა


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.