ფარნაოზ დვალი არის შრომის უსაფრთხოების მრჩეველი ამ სფეროში 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით. ფლობს OHSAS 18001-ისა და ISO 45001-ის ღრმა ცოდნას. არის შპს „ნატახტარის“ HSE და ISO 45001 კონსულტანტი, „კონცეფტ ოფ სეიფთის“ HSE მრჩეველი,  m2-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი. სხვადასხვა დროს იგი იყო შპს „დეველორის“ HSE ექსპერტი, რუსთავის „აზოტის“ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ფარნას აქვს სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება. მას დატრენინგებული ჰყავს ათასობით მსმენელი. იგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, მუშობს ტრენერად საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების სკოლაში, „საფკოში“, უსაფრთხოების ცენტრსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში. ფლობს ISO 19001-შიდა აუდიტის, ISO 45001:2018-პროფესიული ჯანმრთელობა და უსაფრთხო მართვის სისტემების, ISO 9001:2015-ხარისხის მართვის სისტემების, OSH-პროფესიული უსაფრთხოება და ჯანმრთელობის(ტრენერთა ტრენერი) სერტიფიკატებს.

ფარნაოზ დვალს აქვს პროექტებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშობდა რეგიონული განვითარების ფონდთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, რუსთავის „აზოტთან“, „ჰაიდელბერგ ცემენტთან“ ერთად. იგი ნერგავს და ავითარებს უსაფრთხოების სისტემებს მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისთვის, როგორიცაა: ნუტრიმაქსი, თელავის მარანი, შატო მუხრანი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი და ა.შ.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.