აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
კვების ობიექტების მენეჯერების ტრენინგი - II ჯგუფი
24.04.2023 - 24.04.2023
ტრენინგის შესახებ
კვების ობიექტების მენეჯერების უფასო ტრენინგი - II ჯგუფი
თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი კვების ობიექტების მმართველი რგოლის - მენეჯერებისთვის, დაიწყება 24 აპრილიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან.
განრიგი და ფორმატი
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ორშაბათი 24.04.2023 - 14:45-19:00
II დღე - სამშაბათი 25.04.2023 - 14:45-19:00
III დღე - ოთხშაბათი 26.04.2023 - 14:45-19:00
IV დღე - ხუთშაბათი 27.04.2023 - 14:45-19:00
პროგრამა
თემების დასახელება
დღე 1 (4 საათი)
შესავალი ნაწილი
- რესტორნის მენეჯმენტი; როგორ გახდე ეფექტური ლიდერი; პროფესიის საიდუმლოებები;
- მენეჯერის აუცილებელი თვისებები.
ეკონომიკური საქმიანობა და ეფექტური გაყიდვები
- ფინანსური მენეჯმენტი; გაყიდვების დაგეგმარება და კონტროლი; ეფექტური გაყიდვები; გაყიდვების სისტემის აგების მიზნები;
- მომგებიანობის ფარული რესურსები; მუდმივი სტუმრების რიცხვის გაზრდა; კვების ობიექტის რენტაბელურების და მომგებიანების განსაზღვრა.
დღე 2 (4 საათი)
მომსახურების კულტურა
- რესტორნის სტუმრები და მათი მოთხოვნილებები; სტუმრების ფსიქოლოგიის საფუძვლები;
- რესტორნის სტუმრების მომსახურეობის პროცესების ფსიქოლოგია; რესტორნის მუშაკთა პროფესიული ქცევის თავისებურებები; რესტორნის თანამშრომელსა და სტუმრებს შორის კომუნიკაციის კულტურა;
- რესტორნის თანამშრომლის პროფესიული ეთიკა; რესტორნის სტუმრების პრეტენზიები და კონფლიქტური სიტუაციები; რესტორნის თანამშრომლების გარეგნული იერის ესტეთიკა.
მომსახურების წესები და მომსახურების ხარისხის მართვა
- მომსახურების ხარისხი; მომსახურების სტანდარტები რესტორანში, სტანდარტების ჩამოყალიბების და დანერგვის მნიშვნევლობა (სერვისების სტანდარტების წიგნი);
- სარესტორნო მომსახურების სახეები; მაგიდების დაჯავშნის სტანდარტები; სტუმრების შეხვედრა - მენიუს წარდგენა; კერძების არჩევის მოლაპარაკების წარმოება.
- თანამედროვე სარესტორნო სერვირების სახეები.
დღე 3 (4 საათი)
რესტორანის დარბაზები და ხელსაწყოები
- რესტორნის დარბაზები, სათავსოები, აღჭურვილობა; დაგეგმვის მოთხოვნები, შენობა-ნაგებობების შემადგენლობა და ურთიერთდაკავშირება;
- რესტორნის ბარი, დაგეგმარება, სტანდარტები; სამზარეულოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კვების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, HACCAP -ის სისტემის დანერგვის მნიშვნელობა;
- პროფესიული ჭურჭელი, ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხელსაწყოები მათი დანიშნულება და გამოყენება; პროფესიული ჭურჭლის (ფაიფურის, კერამიკული, ბროლის, შუშის მახასიათებლები);
- პროფესიული ჭურჭლის (რკინის, ხის, მელამინის და სხვა) მახასიათებლები; მაგიდის პროფესიული გადასაფერებლები, ხელსახოცების, აგრეთვე ქაღალდის ხელსახოცების მახასიათებლები; რესტორნის ავტომატიზაციის მნიშვნევლობა, უპირატესობა და კონტროლი;
- ჯავშნების მნიშვნელობა და სტანდარტები; კომპიუტერული აღრიცხვის სისტემის მმართველობითი კონტროლი (Front- Back) ოფისი.
მენიუ და ფასწარმოქმნა
- მენიუს ჩამოყალიბების და მართვის ასპექტები (ძირითადი მენუ, სპეციალური მენიუ, ღვინის და სასმელების რუკა);
- პერსონალის კერძების და სასმელების დეგუსტაციების მნიშვნევლობა და დანერგვა; ფასწარმოქმნა და ფასწარმოქმნის თავისებურებანი;
- ფასების პოლიტიკა, კერძების და სასმელების კალკულაცია და რენტაბელობა.
დღე 4 (4 საათი)
პერსონალის მოძიება და შერჩევა
- პერსონალის შერჩევა, ინტერივიუს წარმოების თავისებურებანი; რესტორნის საკადრი პოლიტიკა;
- რესტორანში მომუშავე პერსონალის მოთხოვნები; მიმტანების შრომის ორგანიზაციის მეთოდები; კონფლქტური სიტუაციების მართვა; რესტორნის კონფედიცუალურობის პოლიტიკა; პერსონალის შენარჩუნების,წახალისების პროგრამების დანერგვა.
ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება
- რესტორნის თანამშრომლებში ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა; რესტორნის
- კორპორაციული კულტურა; თანამშრომლების გადამზადების და ტრენიგების მნიშვნელობა და ორგანიზაცია.
რესტორნის მართვის სისტემა
- რესტორნის მართვის სისტემის ჩამოყალიბება; რესტორნის მართვის სტანდარტები და თავისებურებანი;
- რესტორნის მართვის საკუთარი სისტემის ჩამოყალიბება.