აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - II ჯგუფი

25.11.2022 - 28.11.2022

ტრენინგის შესახებ

აჭარაში კვების და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, ბარმენებისათვის, ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის (ბარისტას) თემატიკაზე ოთხდღიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართება.

 

მიზანი:

აჭარის რეგიონის ტურისტულ ობიექტებში სერვისის დონის ამაღლება;

აჭარის რეგიონში კვების და განთავსების ობიექტებში დასაქმებულთათვის მომსახურების ხარისხის ამაღლების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება;

აჭარის რეგიონის კვების და განთავსების ობიექტებში პროფესიული ყავისა და ჩაის მომზადების ტექნოლოგიის სპეციფიკური ცოდნის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება;

ყავისა და ჩაის მომზადების საერთაშორისო ნორმების და სტანდარტებისა გაზიარება და დანერგვა;

ყავისა და ჩაის მომზადება-მირთმევის კულტურის ამაღლება.


განრიგი და ფორმატი

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 16 საათი და ჩატარდება ოთხი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.

მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. ჟორდანიასა და ზ. გამსახურდიას კვეთა 8/15, სასტუმრო „დივან სუიტ ბათუმი“. 


პროგრამა

დღე I – 25 ნოემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

ყავის ისტორია, ყავის სახეობები, ჯიშები, ყავის მოსავლის აღება-დამუშავება  შენახვა, ყავის  მოხალვის ტექნოლოგია, მოხალული ყავა

ყავის ისტორია

 

ყავის სახეობები, ჯიშები

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

ყავის მოსავლის აღება, დამუშავება და შენახვა

 

ყავის  მოხალვის ტექნოლოგია

მოხალული ყავა

 

დღე II – 26 ნოემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

პროფესიონალური ყავის საფქვავები, ყავის დაფქვევა, პროფესიონალური ყავის მანქანები და მათი ექსპლუატაცია

პროფესიონალური ყავის საფქვავები

ყავის დაფქვევა

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

პროფესიონალური ყავის მანქანები და მათი ექსპლუატაცია

 

დღე III – 27 ნოემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

ესპრესოს მომზადება

 

ფრენჩ პრესი

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

რძის მომზადების ტექნიკა

 

დღე IV - 28 ნოემბერი, 2022 წელი

15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება

კაპუჩინო

 

ლატე

17:00 – 17:30 - შესვენება

17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება

ლატე არტი

სხვადასხვა ტიპის ჩაის მომზადება