აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის - II ჯგუფი

04.12.2023 - 06.12.2023

ტრენინგის შესახებ

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტის წარმომადგენლებისთვის. სატრენინგო კურსის მიზანია დაეხმაროს განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი შრომის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზებაში.

 სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

 


შინაარსი

ძირითადი საკითხები:

• ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა და მისი მნიშვნელობა;

• სახელმწიფო პოლიტიკა შრომის დაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, საკანონმდებლო ბაზა, რეგულაციები;

• შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები -ევრო დირექტივები;

• ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;

• ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის სისტემა;

• საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

• პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;

• პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;

• საევაკუაციო გეგმა;

• შრომის ჰიგიენა : ქიმიური,ფიზიკური,ბიოლოგიური და ფსიქო სოციალური ფაქტორები;

• ხანძარი და აფეთქება;

• ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;

• ძალადობა და გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე;

 • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნები.


განრიგი და ფორმატი

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო  „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი".

მისამართი: ზ.გორგილაძის 111. საკონფერენციო დარბაზი „ახალი ამბერი“, პირველი სართული.

ტრენინგის ხანგძლივობაა 12 საათი. ჩატარდება 3 დღის განმავლობაში.


პროგრამა

დღე I - 4 დეკემბერი, ორშაბათი

14:00 - ტრენინგის დაწყება

ლანჩი 15:00 - 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

 

დღე II - 5 დეკემბერი, სამშაბათი

14:00 - ტრენინგის დაწყება

ლანჩი 15:00- 15:30

15:30 - 17:00 ტრენინგის გაგრძელება

ყავის შესვენება 17:00 - 17:15

17:15 - 19:00 ტრენინგის გაგრძელება

 

დღე III - 6 დეკემბერი, ოთხშაბათი

12:00 - 14:00 პრაქტიკული აქტივობა