აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ადმინისტრატორების ტრენინგი - III ჯგუფი

22.05.2023 - 25.05.2023

ტრენინგის შესახებ

განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - III ჯგუფი

აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა ტრენინგები დაიწყება 22 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - მიმღები სამსახურის თანამშრომლები (ადმინისტრატორები/რეცეფშენები) გაეცნობიან მიმღები სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 


განრიგი და ფორმატი

ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის. ახმედ მელაშვილის ქ.№37)

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ორშაბათი 22.05.2023 - 10:00-14:00

II დღე - სამშაბათი 23.05.2023 - 10:00-14:00

III დღე - ოთხშაბათი 24.05.2023 - 10:00-14:00

IV დღე - ხუთშაბათი 25.05.2023 - 10:00-14:00