აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ტრენინგი დამწყები გიდებისთვის

20.12.2026 - 10.05.2027

ტრენინგის შესახებ

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახალი წლის თებერვალი - მაისის პერიოდში გეგმავს დამწყები გიდებისათვის ტრენინგ-კურსის „გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ ჩატარებას.

თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი: „გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ განკუთვნილია დამწყები გიდებისათვის და ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსმენელები გაივლიან ზოგად თემებს გიდის პროფესიისთვის და ასევე, ცალკეულ მარშრუტებს ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის მასშტაბით.

ტრენინგზე მსმენელთა შერჩევა მოხდება გასაუბრებით. აუცილებელი მოთხოვნაა მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა.

ტრენინგ-კურსის დაწყების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.


შინაარსი

თემატიკა მსმენელთათვის