აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

სამრეცხაოს თანამშრომლების ტრენინგი - II ჯგუფი

06.05.2022 - 07.05.2022

ტრენინგის შესახებ

აღნიშნული თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი განკუთვნილია განთავსების ობიექტების სამრეცხაოს თანამშრომლებისათვის და ეხება განთავსების ობიექტების სამრეცხაოს ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განთავსების ობიექტების სამრეცხაოს თანამშრომლებს.


განრიგი და ფორმატი

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი. ჩატარდება ორი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი. ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.

მისამართი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 111, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ პრემიერ ბათუმი“

10-ე სართული, საკონფერენციო დარბაზი „ონიქსი“


პროგრამა

დღე I – 06 მაისი, 2022 წელი

10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება

12:00 – 12:30 - შესვენება

12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება

დღე II - 07 მაისი, 2022 წელი

10:00 – 12:00 - ტრენინგის დაწყება

12:00 – 12:30 - შესვენება

12:30 – 14:30 - ტრენინგის გაგრძელება