აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
15.10.2020 - 15.10.2020
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული აჭარული სამზარეულოს თემატიკაზე დაგეგმილი ტრენინგების და მასტერკლასების სერია "გემრიელი აჭარა" ტრადიციული რეცეპტებისა და უნიკალური გემოების დღესასწაული იყო, რომელიც ემოციებსა და მოგონებებს აღვიძებს და აჭარის ტრადიციულ სოფლებში გამოგზაურებთ. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისათვის დამახსიათებელი სამზარეულოს ტრადიციები და მათი კულინარიული მრავალფეროვნება. ტრენინგს ესწრებოდა აჭარის კვების ობიექტებისა და გიდების სექტორის 40 წარმომადგენელი. მათ აღნიშნეს თემის აქტუალობა და სამომავლოდ რეგიონის სტუმრებისათვის მეტი ტრადიციული, ადგილობრივი სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძის გაცნობის აუცილებლობა.
ტრენინგების და მასტერკლასების სერია "გემრიელი აჭარა" მოიცავდა ტრენინგების სერიას - როგორც თეორიოულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულსაც. თეორიული ნაწილი წარმოადგენდა ეთნოგრაფის მიერ დამსწრეთათვის ადგილობრივი სამზარეულოს ისტორიული წარმოშობისა და ფორმირების თავისებურებების გაცნობას. პრაქტიკული ტრენინგი მოიცავდა მასტერკლასებს ლაზური, ქობულეთური და მღალმთიანი აჭარის ტრადიციული კერძების შესახებ. ღონისძიების ფარგლებსი განხორციელდა მასტერკლასები, სადაც ცნობილმა შეფ-მზარეულებმა დამსწრეებს ადგილობრივი კერძების ტრადიციული ვერსიების გარდა შესთავაზეს მათი თანამედროვე ვერსიებიც. პროექტში ადგილობრივ მზარეულებთან ერთად (რომა კაკაბაძე, როინ ფაღავა, გოგა ზანაქიძე) ჩართული იყვნენ ისეთი ცნობილი შეფმზარეულები, როგორიცაა:
ტრენინგის ფარგლებში გარდა კულინარიული მასტერკლასებისა ასევე ჩატარდა ეთნოგრაფიის სალექციო-სატრენინგო სახის ღონისძიებები და სერვისის განვითარების მასტერკლასები, რომელთაც უძღვებოდნენ: ანდრია ქურასბედიანი, საერთაშორისო სერვისის ტრენერი და ნოდარ შოშიტაშვილი, ეთნოგრაფი. შესაბამისი ვიდეორგოლები ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე და იუთუბ არხზე:
პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე აჭარული სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლები შემდეგი მიმართულებით: