აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ემოციური ინტელექტის მართვა სტუმარმასპინძლობის სფეროში

12.06.2022 - 12.06.2022

ტრენინგის შესახებ

აჭარის რეგიონის ტურისტული სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესების მიზნით ტარდება მასტერკლასი თემაზე „ემოციური ინტელექტის მართვა“, რომელსაც წარუძღვება ცნობილი ტრენერი თორნიკე გურული.  

მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ მენეჯერებს, რომელთა სამუშაო მიმართულებაა ადამიანური რესურსების მართვა.

გაცნობებთ, რომ მასტერკლასზე დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია და დაესწრება ის დარეგისტრირებული პირები, რომელთაც დაუკავშირდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და წერილობით დაუდასტურებს დასწრებას.


განრიგი და ფორმატი

სტუმარმასპინძლობის სფეროში მასტერკლასის ხანგრძლივობა არის 5 საათი.

მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმი";  ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.1


პროგრამა

09:45 - რეგისტრაცია

10:00 - შეხვედრა, გაცნობა და პროგრამის წარდგენა

        ემოციური ინტელექტის კონცეფცია

11:00 - ემოციური ინტელექტის განვითარების სტრატეგიები

12:00 -12:30 - ყავის შესვენება

12:30 - ემოციური ინტელექტი და გადაწყვეტილების მიღება

13:30 - ემოციური ჰიგიენა

14:45 - ინტერაქცია (კითხვა-პასუხი)

შეხვედრის ხანგრძლივობა - 5 საათი