აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
გაყიდვები კვების ობიექტებში - II ჯგუფი
03.12.2022 - 04.12.2022
ტრენინგის შესახებ
აღნიშნული რვასაათიანია ტრენინგი განკუთვნილია მიმტანებისა და მენეჯერებისათვის და ითვალისწინებს კვების ობიექტებში გაყიდვების ძირითად პრინციპებს.
განრიგი და ფორმატი
ტრენინგის ხანგრძლივობაა 8 საათი და ჩატარდება ორი დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი.
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 84/86, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შენობა.
პროგრამა
დღე I – 3 დეკემბერი, 2022 წელი
15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება
- კერძების აღწერის წესები: როგორ დავეხმაროთ სტუმარს კერძის შერჩევაში
- შეკვეთების მიღების წესები: როგორ სწრაფად და სტრუქტურულად მოუყვეთ სტუმარს კერძების ჩამონათვალი
- „ცნობათა ბიუროს“ ნაცვლად, „ხელგაშლილი მასპინძლის“ წესი
- რესტორნის წარმოჩენისა და სტუმრისთვის მისი უნიკალურობის ხაზგასმის უნარი
17:00 – 17:30 - შესვენება
17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება
- კერძების პრეზენტაციისთვის გასაკეთებელი ნაბიჯები
- კერძების გაყიდვა შეკვეთის მიღების პროცესში
- როგორ სწორად შევთავაზოთ სტუმარს დამატებითი კერძები
- ძვირადღირებული, საავტორო კერძების გაყიდვის წესები
- გაყიდვები სხვადასხვა ტიპის სტუმრებზე: პრეტენზიული, მუდმივი და პირველად მოსული სტუმრებისათვის
დღე II – 4 დეკემბერი, 2022 წელი
15:00 – 17:00 - ტრენინგის დაწყება
- ძირითად კერძთან დამატებითი გაყიდვები: სასმელები, სოუსები, ტოპინგები და ა.შ.
- ალკოჰოლის სწორი გაყიდვები
- მენიუს ძვირადღიურებული პოზიციების გაყიდვა
- როგორ მოვახდინოთ გაყიდვები შეუმჩევლად
- 10 საუკეთესო ფრაზა - „ხედი“ კერძის რეკომენდაციისთვის
17:00 – 17:30 - შესვენება
17:30 – 19:30 - ტრენინგის გაგრძელება
- სასმელის დამატების წესები: რატომ არის მნიშვნელოვანი ჭიქებში ღვინის დამატება და სასმელების შეკვეთის შეთავაზება, სანამ ამოიწურება
- სუფრის მსველობისას: როგორ შევთავაზოთ დამატებითი კერძები, დესერტები და სხვა
- რა უნდა გავაკეთოთ, თუ სტუმრები უარს ამბობენ მიმტანის შეთავაზებაზე
- გაყიდვები იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც „არაფერი სჭირდებათ“