აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
დიასახლისების ტრენინგი - I ჯგუფი
07.05.2023 - 10.05.2023
ტრენინგის შესახებ
დიასახლისების უფასო ტრენინგი - I ჯგუფი
აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დაიწყება 7 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - განთავსების სამსახურის თანამშრომლები (დიასახლისები/დამლაგებლები) გაეცნობიან დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.
მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან.
განრიგი და ფორმატი
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - კვირა 7.05.2023 - 09:45-14:30
II დღე - ორშაბათი 8.05.2023 - 09:45-14:30
III დღე - სამშაბათი 9.05.2023 - 09:45-14:30
IV დღე - ოთხშაბათი 10.05.2023 - 09:45-14:30
პროგრამა
განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითადი პრინციპები
- სასტუმრო როგორც სამსახური, რა როლს თამაშობს დასუფთავების დეპარტამენტი, რას ვქმნით მუშაობისას;
- განყოფილებებს შორის სწორი კომუნიკაცია;
- სასტუმროს, სტუმრის და თანამშრომლის უსაფრთხოება;
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია (15/5 ნაბიჯის პრინციპი, L.E.A.R.N ის პროცესი, მომსახურების სპეციფიკა;
- ქიმიკატების უსაფრთხოდ გამოყენება, უსაფრთხოების 10 წესი, შეზავების სტანდარტი, ოთხი ძირითადი ქიმიური ნივთიერება დალაგებიბსას (მჟავა, ტუტე, სპირტი, ჰაერის საწმენდი) ზედაპირზე ზეგავლენის 4 ფაქტორი (დრო, მექანიკური, ქიმიური, ტემპერატურა);
- აუცილებელი მოწყობილობები და დანადგარები. მტვერსასრუტის გაფუჭების 5 მიზეზი;
- დაკავებული ოთახის დალაგება, თეთრეულის გადაკვრის სტანდარტი, ნიკელირებული ზედაპირების მოვლა, უნიტაზის სწორი მოვლა;
- ტროლის სწორი გამოყენება, სწორი შევსება, მოძრაობა დერეფანში;
- დაკავებული ან თავისუფალი დასუფთავებული ოთახის შემოწმების სტანდარტი;
- რესტორნის ტერიტორიის მოვლა, დერეფნები, კიბეების მოვლა;
- უნიფორმის დატვირთვა, სახელის მანიშნებელი, პირადი ჰიგიენა, პირადი მოსასვენებელი ადგილის დატვირთვა.