აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
17.06.2024 - 19.06.2024
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში არსებული საოჯახო მარნების მეპატრონეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემაზე „სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები".
თეორიული - პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები საოჯახო მარნების წარმომადგენლებს გააცნობენ:
ღვინის ტრენინგი ბათუმში ჩატარდება სამი დღის განმავლობაში. ტრენინგის დღიური ხანგძლივობაა 4 საათი. ნახევარსაათიანი შესვენებით ლანჩზე.
აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.