აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
30.05.2024 - 01.07.2024
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში გეგმავს დამწყები გიდებისათვის ტრენინგ-კურსის "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი" ჩატარებას.
ტრენინგ-კურსი შედგება თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობებისაგან და მოიცავს გიდის პროფესიის ზოგადი კურსის, ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის მარშრუტების შესწავლას.
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა 84 საათია და სატრენინგო შეხვედრები კვირაში 3-ჯერ შედგებაა.
ტრენინგ-კურსზე მსმენელთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. აუცილებელი მოთხოვნაა მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა.
ტრენინგ-კურსის დაწყების ზუსტი თარიღი დაიდება მოგვიანებით.