აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს დასუფთავების ტრენინგი - I ჯგუფი
23.04.2024 - 01.05.2024
ტრენინგის შესახებ
აჭარაში ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწყება დასუფთავების ტრენინგები მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში. ტრენინგის ხანგძლივობა თითოეული ჯგუფისთვის იქნება 16 საათი, დღეში 4 სატრენინგო საათი, ნახევარსაათიანი შესვენებით. (ლანჩი)
სატრენინგო კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
ტრენინგს გაუძღვება უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგი და გამოცდილი ტრენერი ჟანა გამხიტაშვილი, რომელსაც საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების დასუფთავების სამსახურის მენეჯმენტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
განრიგი და ფორმატი
I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - სამშაბათი 23.04.2024 – 09:30-14:00
II დღე - ხუთშაბათი 25.04.2024 – 14:00-18:30
III დღე - ორშაბათი 29.04.2024 – 09:30-14:00
IV დღე - ოთხშაბათი 01.05.2024 – 14:00-18:30
პროგრამა
- დასუფთავების სამსახურის როლი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროში, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა და სწორი შიდა კომუნიკაცია.
- შრომითი უსაფრთხოება. (უსაფრთხოებისძირითადი წესები და პრინციპები. სტუმრის ოთახის უსაფრთხოება.
- მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს ნომრების და სხვა სივრცეების (საერთო სივრცე, ჰოლი, დერეფნები და ა.შ.) დასუფთავების სტანდარტები და სპეციფიკა. ოთახის/ნომრის სტატუსი და ამ სტატსუსის შესაბამისი დალაგების სპეციფიკა.
- მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების სანომრე ფონდის დალაგებისათვის საჭირო ინვენტარის, აუცილებელი სამუშაო აღჭურვილობის, ტექნიკა-დანადგარების და ხსნარ-ქიმიკატების სწორი გამოყენება.
- სხვადასხვა ტიპის ქსოვილების და ზედაპირების (მათ შორის მყარი ზედაპირების) რეცხვისა და დასუფთავების სპეციფიკა.
- თეთრეულის და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნივთების ინვენტარიზაცია. მარაგების კონტროლი.
- დაკარგული და /ან სტუმრის დატოვებული ნივთების შენახვა.
- სტუმართან სწორი კომუნიკაცია. (მათ შორის პრობლემური კლიენტთან კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციის მართვა).
- პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ სასტუმროს ნომრის ბაზაზე: ოთახის დალაგება, თეთრეულის გასწორება. დაკავებული და თავისუფალი ოთახების დალაგების სპეციფიკა. ურიკა, მისი დანიშნულება, ჩატვირთვა, გამოყენება, არსებული ნივთების დანიშნულება, დროის ფაქტორი.